istoriuli soflebi  
  
 
 
 

yandaura

ისტორიული სოფელი საქართველოში, გარეკახეთში, ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე.

istoria

სოფლის თავდაპირველი სახელწოდებაა ყანდიაური. ტოპონიმს საფუძვლად უდევს მამაკაცის საკუთარი სახელი ყანდია. ამავე სახელისგან მომდინარეობს გვარები ყანდიაშვილი და ყანდაშვილი. ყანდიაური ეკუთვნოდა ალავერდის საკათედრო ტაძარს. 1614-1617 წლებში შაჰ-აბასის ლაშქრობებმა გაანადგურა გარეკახეთი და მათ შორის სოფელი ყანდიაური. საუკუნენახევრის განმავლობაში ნასოფლარი დაუსახლებელი იყო.

სოფელი XVIII საუკუნის ბოლოს ერეკლე II-მ აღადგინა, მან თავისი სახასო ყმები დაასახლა ყანდიაურში. რადგანაც მამულები ალავერდის ტაძარს ეკუთვნოდა, ხოლო გლეხები მეფის ყმები იყვნენ, სოფლიდან აღებული გადასახადები ორად იყოფოდა მეფესა და ალავერდის ტაძარს შორის. ერეკლეს მიერ ყანდაურას აღდგენა აღწერილია 1797 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის განჩინებაში „სოფელ ყანდიაურის თაობაზე“. ერეკლემ სოფელი საუფლისწულოდ უბოძა თავის ძეს, მირიან ბატონიშვილს. ქართლ-კახეთის სამეფოს უკანასკნელ წლებში ყანდიაურის მოურავი იყო თავადი იოსებ ზაალის ძე ჯანდიერი. აღდგენილ სოფლეში გადმოსახლდა მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან: ჯავაახიშვილები, გაბრიელაშვილები, გლახაშვილები, დურგლიშვილები, კეკოშვილები, სიდამონიძეები, ქართლელიშვილები, ხორბალაძეები (ქართლიდან), გამყრელიძეები, არჩვაძეები, მაისურაძეები, კობახიძეები (რაჭიდან), აბესაძეები, გიორგაძეები, ნუცუბიძეები, სამხარაძეები, ფხალაძეები (იმერეთიდან), შენგელიები, რომლებიც შემდეგ შენგელიძეებად დაეწერნენ (სამეგრელოდან) და სხვა.

1801 წლიდან სოფელი მოექცა სიღნაღის მაზრაში. ყანდიაურის გლეხობა აქტიურად მონაწილეობდა კახეთის აჯანყებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ერეკლე II-ის შვილიშვილი გრიგოლ ბაგრატიონი. 1812 წლის თებერვალში, ორი კვირის განმავლობაში აჯანყებულებმა გაათავისუფლეს სოფელი რუსული მმართველობისგან. XIX საუკუნის დასაწყისში ყანდიაურის ნაცვალი იყო ბერი გამყრელიძე, ხოლო შემდეგ მისი ვაჟი ივანე გამყრელიძე. XIX საუკუნის ბოლო მესამედში სოფლის მამასახლისად ზედიზედ ოთხჯერ აირჩიეს ივანე ჯავახიშვილი (1846-1902).

Tanamedroveoba

ყანდაურას თემი შედის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში და აერთიანებს ორ სოფელს, ქვემო ყანდაურას (თემის ცენტრი) და ზემო ყანდაურას.

cnobili adamianebi

სოფელში დაიბადნენ


მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995